06 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
ბრიტანელმა დიპლომატებმა რუსეთი დატოვეს

ბრიტანელი დიპლომატები მოსკოვს ტოვებენ. რუსეთიდან ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის 23 თანამშრომელი მიემგზავრება.

ლავროვის უწყებამ მათ ქვეყნის დასატოვებლად ვადა 27 მარტამდე მისცა.

გადაწყვეტილება დიპლომატების გაძევების შესახებ მოსკოვმა ოფიციალური ლონდონის ანალოგიური სანქციის საპასუხოდ მიიღო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერგეი და იულია სკრიპალების ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ სადაზვერვო საქმიანობაში მხილებული 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

მოსკოვს ტოვებს ევროკავშირის ელჩიც. გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა სამიტზე მიიღეს. ნიდერლანდების პრემიერის ინფორმაციით, ეს მხოლოდ დროებითი ზომაა. მისი თქმით მარკუს ედერერი ლიდერებმა ბრიუსელში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

დღის ამბები