20 ნოემბერი 2024,   11:37
ვრცლად
ხონში მცხოვრებ დევნილებს დავით ბაქრაძემ "ევროპული საქართველოს" ინიციატივა გააცნო 

ხონში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. დევნილები ამბობენ, რომ სოციალური სტატუსის დანიშვნის შემდეგ დევნილის სტატუსს უხსნიან.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვით, სოციალური სტატუსის მიღების დროს დევნილის სტატუსი არ უნდა შეწყდეს.

ასევე, ინიციატივის თანახმად, ყოველთვიური შემწეობა კი 60 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

დღის ამბები