06 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
მორიგი საკადრო ცვლილება თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში შეუვსებელი ადგილები

მორიგი საკადრო ცვლილება თეთრ სახლში - დონალდ ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში გაეროში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი იქნება. ყოფილი დიპლომატი, რომელიც ხისტი განცხადებებით გამოირჩევა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ჰერბერტ-რეიმონდ მაკმასტერს შეცვლის.

საკადრო ცვლილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით განაცხადა.

"მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ 9 აპრილიდან ჩემი ახალი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი იქნება. განსაკუთრებულად მადლიერი ვარ გენერალ მაკმასტერის სამსახურით, რომელმაც ფასდაუდებელი სამუშაო ჩაატარა. ის ყოველთვის ჩემს მეგობრად დარჩება“,- წერს ტრამპი Twitter-ზე.

კიდევ ერთი გადამდგარი მაღალჩინოსანი რექს ტილერსონი სახელმწიფო დეპარტამენტში ბოლოჯერ მივიდა და თანამშრომლებს დაემშვიდობა.

„მინდა თითოეულ თქვენგანს გთხოვოთ, აიღოთ ვალდებულება, რომ სხვა ადამიანის მიმართ ყოველდღიურად ერთ კეთილ საქმე გააკეთებთ. ეს ქალაქი შეიძლება ძალიან დაუნდობელი იყოს, მაგრამ თქვენ არ უნდა მონაწილეობდეთ ამაში. თითოეული ჩვენგანი ვირჩევთ, როგორები უნდა ვიყოთ, როგორ გვინდა, რომ მოგვექცნენ და როგორ ვექცევით სხვებს“,- აღნიშნა ტილერსონმა.

ტილერსონის წასვლის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში ისევ რჩება შეუვსებელი ადგილები. მაიკ პომპეოს დამტკიცებამდე, უწყებაში მთავარი მაღალჩინოსანი მოადგილე ჯონ სალივანია. ვაკანტურია არაერთი მოადგილის თანამდებობა, მათ შორის მენეჯმენტის, შეიარაღების კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სფეროში. დასამტკიცებელია ახალი ელჩები არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართვლოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები