ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სამძიმრის გამოსაცხადებლად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ.
წილკანში ამ წუთებში იმყოფება, საქართველოს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დედაქალაქის მერი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
ხელისუფლების წარმომადგნელებმა ტატუნაშვილების ოჯახი ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.