20 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
66/14 - პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო

66/14 - პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. კენჭისყრა სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. 

ხმა წინაამდეგ მისცა: რევაზ არველაძემ, ბიძინა გეგიძემ, გიორგი ვოლსკიმ, ედიშერ თოლორაიამ, კარლო კოპალიანმა, გიორგი კოპაძემ, სამველ მანუკიანმა, კობა ნაკაიძემ, კობა ნარჩემაშვილმა, კახა ოქრიაშვილმა, ზაზა პაპუაშვილმა, ნუკრი ქანთარიამ, შოთა შალელაშვილმა და გედევან ფოფხაძემ.

არასამთავრობოების მიერ წარდგენილი კანონპროექტი არჩევნებზე ისეთი პროპორციული სიის წარდგენას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს.

საკანონმდებლო ორგანომ ასევე კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს და ის 115/0 ხმით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან აღარ იარსებებს ბლოკების სისტემა და ბარიერი კვლავ 5 პროცენტით განისაზღვრება.

ასევე, ერთჯერადად, 2020 წლისთვის პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ბლოკები შექმნან და ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე დაიწევს.

დღის ამბები