პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ზაზა შათირიშვილი აირჩია. კენჭისყრაზე შათირიშვილს მხარი 103-მა დეპუტატმა დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგი იყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით საკანონმდებლო ორგანომ ბესიკ ლილუაშვილი დაამტკიცა.
საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა კი პარლამენტმა ჩააგდო.
მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის კანდიდატად 3 წევრი იყო წარდგენილი - ზაზა შათირიშვილი, ია მამალაძე და მალხაზ ასლამაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ზაზა შათირიშვილი ტელევიზიის ხელმძღვანელის და სამთავრობო გუნდის საიდუმლო მოლაპარაკების გამო, დაპირისპირების მიზეზად იქცა.