20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სტუდენტები გავათავისუფლოთ - ბრეგაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ე.წ. "ქართული მარშის" ექვსივე წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

„ქართული მარშის“ წევრები მოსამართლის მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, პოლიტიკურს უწოდებენ.

ორგანიზაციის, ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაკავებული სტუდენტები გაათავისუფლონ.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული სტუდენტები გავათავისუფლოთ,“ - განაცხადა ბრეგაძემ.

„რუსთავი 2“-თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა. ლუკა ნაცვლიშვილს ბრალდება დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები