20 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ოკუპანტებმა სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა სოფელ აძვის მიმდებარე ტარიტორიიდან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს.

სოფელ აძვის მკვიდრი იოსებ გუნდიშვილი და სოფელ ახალუბნის მკვიდრი დავით გერკეული უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და ისინი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

საქართველოს ორი მოქალაქე სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაიტაცეს. როგორც ცნობილია, ორივე გატაცებული საოკუპაციო ზოლთან მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოსალოცად მიდიოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები