20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ისაუბრა

სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ცხინვალში მოკლული გმირის არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე ისაუბრა.   

მინისტრის თქმით, ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით აუცილებელია საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.

„ხაზი გავუსვით იმას, რომ სამწუხაროდ, ეს არის უმძიმესი ფორმით გამოვლინება იმ რთული ვითარების, რომელიც არის შექმნილი 2008 წლიდან, რაც გამოიხატება ძალიან რეგულარულ დარღვევებში ადამიანის უფლებების. აუცილებელია, საერთაშორისო ძალისხმევის გაგრძელება და გაძლიერება იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ მეტად დაცული, მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება იყოს მეტად დაცული,“ - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება. ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ აძევიდან გატაცებული იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული ცხინვალის იზოლატორიდან უკვე გაათავისუფლეს. 

დღის ამბები