გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირა. პარტიაში განმარტავენ, რომ ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას და მერიტოკრატიას.
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას და მერიტოკრატიას, როცა ადამიანებს ირჩევენ პიროვნების თვისებებისა და პროფესიული ნიშნით. აუცილებელია დემოკრატიის განვითარება და ეს არის გამოსავალი. აუცილებელია ასევე შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარება,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.