20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, "ქართული ოცნების" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საკრებულოს აპარატს მიმართეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით, საკრებულოს 15-მა წევრმა მიმართა.

სიის ხელმომწერ „ქართული ოცნების“ 13 წევრს „პატრიოტთა ალიანსის“ 2 წევრი შეუერთდა. ამ რაოდენობით კი განმცხადებლები უმრავლესობაში არიან.

თავად ზაზა ჩაჩანიძე ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც საკრებულოს უმრავლესობა ბორჯომში ვერ დაამარცხეს, შეთანხმება თბილისში „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მოხდა.

საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნას ბორჯომის ღალატად აფასებენ საკრებულოს სხვა დეპუტატებიც.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულო ერთადერთია საქართველოში, სადაც პარტია „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არა აქვს.

დღის ამბები