„როდესაც ვამბობთ რომ რუსეთი ერთმორწმუნეა, ერთმორწმუნე სახელმწიფო მიცვალებულს არ მალავს,“- აცხადებს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი და მხედრიონის ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი.
გუგეშაშვილი დღეს წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად ჩავიდა.
მისი თქმით, ერთმორწმუნე რუსეთი ცდილობს "საქართველოს გამოხშირვას" და ამის ერთ-ერთი მაგალითია, სწორედ მოკლული ტატუნაშვილი.
„ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გამოხშიროს ქართველები და მაგალითი გვაქვს თუნდაც გმირი ტატუნაშვილის სახით, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა, ერთმორწმუნე სახელმწიფო მიცვალებულს არ მალავს. ომში გვქონდა იმის ვალდებულება და შესაძლებლობა, რომ ცხედრები გაგვეგზავნა მტრულად განწყობილი მხარისთვის. აწყვეტილი აქვს რუსეთს ბოლომდე. ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ რომ, კისერში უნდა წაუჭირონ კრემლს თავის ახლადარჩეული სადისტი პუტინით და იმ ადმიანებს, ვინაც მსგავს საზიზღრობებს ჩადიან,“- განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.