20 ნოემბერი 2024,   11:20
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია - გიორგი გახარია

"ეს არის ზედმეტი შეკითხვა. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენს მოკლულ მოქალაქეს,“- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას მიმდინარეობდა თუ არა ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილზე წამება.

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცი მოკლულია. გიორგი გახარია სოფელ წილკანში იმყოფებოდა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„მაშინ ძირითადი ამოცანა იყო ჩვენი მოკლული გმირი, მოქალაქე ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის. ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანაა გამოძიება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც უკვე გამოძიება აქტიურ ფაზაში გადავა. დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ დასკვნის სახით უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ,

ამავე თემაზე
დღის ამბები