20 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად - დავით ბაქრაძე

„ნათელია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში,“ - ასე აფასებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე, აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ზრდას.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2018 წლის ბიუჯეტს, რომელშიც ამ მიზნით 250 მილიონ დოლარია გამოყოფილი. დოკუმენტში რუსეთის აგრესიის ქვეთავში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეცაა საუბარი.

დავით ბაქრაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„საქართველო კვლავაც სარგებლობს კონგრესის მხრიდან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით და ეს აქტი არის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართ კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

ელჩმა იმ პრიორიტეტულ სფეროებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსება სწორედ აშშ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოხდება.

„ბიუჯეტში საქართველოსთვის გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა მოიცავს შემდეგ სფეროებს, ეს არის მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობის პროგრამები, ნარკოტიკების კონტროლი და რაც მთავარია, სამხედრო დაფინანსების პროგრამები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, არსებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

ბიუჯეტის ტექსტი საქართველოს დასახმარებლად მომდევნო 9 თვის განმავლობაში 105 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფასაც ითვალისწინებს. 

დღის ამბები