20 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
განცხადების მიღება-არმიღება გავლენას არ ახდენს, რომ რუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს თავისი ვალდებულება - დავით დონდუა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით დეპუტატებთან ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებს მხარეებად არ წარმოაჩენს.

„რუსეთმა მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულებს იმ შეთანხმებას, რომელიც მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და რომელიც არ სრულდება.

"ყველაფერ ამისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რაც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეექვსე პარაგრაფით.

"ამ განცხადების მიღება-არმიღება არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს ცალმხრივად თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა დავით დონდუამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები