20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
მთავარი ამოცანაა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სათანადო გამოძიება ჩატარდეს - ქეთევან ციხელაშვილი

"ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება,“ - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოსვენების შემდეგ გააკეთა. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრეს. 

“დღეს ყველანი უნდა ვიყოთ, პირველ რიგში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის გვერდით. ამის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩატარდეს სათანადო გამოძიება, ერთი მხრივ იმის გამო, რომ შესაბამისი რეაგირება იყოს ამ უმძიმეს ფაქტზე და მეორე მხრივ, ამოქმედდეს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ მოხდეს ფაქტების და ზოგადად ადამიანის უფლებების დარღევევის პრევენცია, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ხდება ჩვენს ტერიტორიაზე,” - განაცხადა ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები