20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
სახელმწიფოებრივი ვალდებულებაა, რომ დამნაშავე ან დამნაშავეები დაისაჯონ - ეკა ბესელია

„ძალიან პრინციპული და მნიშნველოვანია გამოძიების შედეგები და დამნაშავეების დასჯა,“ - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოსვენების შემდეგ გააკეთა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.

„რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას, რა სირთულეებთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული, ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ვალდებულება, რომ დამნაშავე ან დამნაშავეები დაისაჯონ. საბოლოოდ, რასაც არჩილის სიცოცხლე შეეწირა, ეს არის ქვეყნის მთლიანობის იდეა, ამ იდეისთვის გავაკეთოთ ყველაფერი,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები