„უკვე ხვალიდან ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი საქართველოს შიგნითაც და საქართველოს გარეთაც, საერთაშორისო არენაზე, რომ მკვლელების იდენტიფიცირება მოხდეს, თითოეული იმ ადამიანის გამოვლენა, ვინც ხელი დააფარა, ვინც მონაწილეობდა ამ უმძიმეს დანაშაულში,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოსვენების შემდეგ გააკეთა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრეს.
„ყველა მექანიზმის გამოყენებით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩათვლით, სანქცირების მექანიზმის, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის მექანიზმის, ყველა მექანიზმის გამოყენებით ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, დავსაჯოთ მკვლელები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.