20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მკაცრად დამნაშავეებთან მიმართებაში - ირმა ინაშვილი

„სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს მკაცრად დამნაშავეებთან მიმართებაში,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანმა, ირმა ინაშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის გამოსვენების შემდეგ გააკეთა.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ირმა ინაშვილის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელმა სათანადო პასუხი უნდა მიიღოს საქართველოს ხელისუფლებიდან.

„ამ დამნაშავეებს არა აქვთ ეროვნება. ის, ვინც მოკლა და აწამა არჩილ ტატუნაშვილი, ოსსაც აწამებს და მოკლავს. ჩვენი სახელმწიფო უნდა იყოს პრინციპული და ძალიან მკაცრი დამნაშავეებთან მიმართებაში. უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ისრაელი. ყველა დამნაშავეს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ მათ ვიპოვით, ჩამოვიყვანთ და ადექვატურ პასუხს გავცემთ,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტი რეჟიმის წარმომადგენლებმა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გაიტაცეს და ციხეში მოკლეს. 

დღის ამბები