27 აპრილი 2024,   01:26
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილმა ყველა ქართველს მაგალითი მისცა - ნიკა რურუა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მიუსამძიმრეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ.

„მან მისცა მაგალითი ყველა ქართველს თავისი სიცოცხლითა და და თავისი ასეთი სიკვდილით იმის შესახებ, რომ მტერთან შეგუება, მტრისგან დანდობა არ იქნება და არ შეიძლება,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავეს, რითიც მისივე ანდერძი შესრულდა.

დღის ამბები