"ევროპული საქართველოს" ინიციატივა პენსიის გაზრდის შესახებ ვანის რაიონის სოფელ ამაღლებაში მცხოვრებ პენსიონერებს დავით ბაქრაძემ გააცნო. ოპოზიციური პარტიის ლიდერთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ პენსია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც არ ყოფნით. მათივე თქმით, პრობლემებს ქმნის გაუგებარი მიზეზებით სოციალური სტატუსის მოხსნაც.
"ევროპული საქართველო" საპენსიო რეფორმის ფარგლებში პენსიონერებისთვის წელსვე პენსიის 50 ლარით გაზრდას ითხოვს.