06 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციები გაიმართა ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა დიდ ქვეყნებში

ამერიკელებს სოლიდარობა გამოუცხადეს მთელს მსოფლიოში. იარაღზე კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით აქციები გაიმართა ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა დიდ ქვეყნებში.

ათასობით დემონსტრანტი ლონდონში, შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბა. მომიტინგეები ძირს დაწვნენ და წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი პარკლენდის სკოლაში დაღუპული 17 ადამიანის ხსოვნას.

იარაღის ნაცვლად, ბავშვების დაცვას ითხოვდნენ პარიზის ქუჩებში გამოსული ადამიანებიც. მათ აქცია ეიფელის კოშკის მახლობლად გამართეს.

საპროტესტო პლაკატებით შეიკრიბა ათასობით დემონსტრანტი ბერლინში ბრანდერბურგის კარიბჭესთანაც. აქციაში მცირეწლოვანი ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

დღის ამბები