06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
დონალდ ტრამპი მზადაა, სოლსბერის ქიმიური თავდასხმის გამო რუს დიპლომატებს აშშ-ის დატოვება მოსთხოვოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა, სოლსბერის ქიმიური თავდასხმის გამო რუს დიპლომატებს შეერთებული შტატების დატოვება მოსთხოვოს. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო ბლუმბერგი წერს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი მრჩევლების რეკომენდაცია გაითვალისწინა და ქვეყნიდან ათობით რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ,

სავარაუდოდ, ორშაბათს გამოაცხადებს. ბლუმბერგის ცნობით, ტრამპი მზად არის მოქმედებისთვის, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სურს, დარწმუნდეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ანალოგიურ ნაბიჯებს ევროპელი მოკავშირეებიც გადადგამენ.

რუსეთიდან ელჩი ორი დღის წინ ევროკავშირმა უკვე გაიწვია. ბრიტანული მედიის ცნობით კი, ევროპის 20 ქვეყანა ხვალ რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალურ ზომებსაც გამოაცხადებს.

დღის ამბები