06 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
კარლეს პუჩდემონი ფინეთში დაკავებას გადაურჩა

კარლეს პუჩდემონმა ფინეთში დაკავება თავიდან აიცილა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა ქვეყნის ტერიტორია ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულებამდე დატოვა. ფინელი დეპუტატის განცხადებით, პუჩდემონი ფინეთიდან ბელგიაში დაბრუნდა, სადაც ოქტომბრის შემდეგ აფარებს თავს. ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბოხის, ქონების მითვისებისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ სასამართლოს წინაშე 25 სეპარატისტი პოლიტიკოსი უნდა წარდგეს, მათ შორის კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონიც

დღის ამბები