06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
ისტორიაში პირველად იტალიის სენატს ქალი უხელმძღვანელებს

ისტორიაში პირველად იტალიის სენატს ქალი უხელმძღვანელებს. საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის წევრებმა თავმჯდომარედ მემარჯვენე პარტიის "წინ იტალია" კანდიდატი მარია კაზელატი აირჩიეს. მან ხმების საკმარისი რაოდენობა კენჭისყრის მესამე რაუნდში მოაგროვა. კაზელატის კანდიდატურას მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის წარმომადგენლებთან ერთად მხარი მოძრაობა "ხუთი ვარსკვლავის" წევრებმაც დაუჭირეს. ამის სანაცვლოდ მოძრაობა ხუთი ვარსკვლავის კანდიდატი რობერტო ფიკო პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი გახდა. მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა, რის შემდეგაც მემარჯვენე ცენტრისტებმა და ხუთმა ვარსკვლავმა სპიკერთა პოსტების გადასანაწილებლად შეთანხმება გააფორმეს.

დღის ამბები