06 ოქტომბერი 2024,   06:30
ვრცლად
კალიფორნიაში "Kids Choice"-ის გამარჯვებულები გამოავლინეს

კალიფორნიაში წლის ყველაზე ფერადი და მხიარული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოზე 2018 წლის „ქიდს ჩოისის“ გამარჯვებულები გამოავლინეს.

საუკეთესო მსახიობებად პატარებმა წელს დუეინ ჯონსონი და ზენ-დანია კოულ-მენი დაასახელეს, წლის ფავორიტი ფილმი გახდა „ჯუმანჯი ორი,“ საუკეთესო ანიმაციად კი "კოკო" აღიარეს.

ცერემონიას ვერ დაესწრნენ საუკეთესო არტისტებად დასახელებული დემი ლოვატო და ედ შირანი.

ნომინაციების გამოცხადებებს შორის სცენაზე ერთმანეთს პოპ ვარსკვლავები ენაცვლებოდნენ. მათ უმეტესობას, ტრადიციულად, მწვანე ბლანტი სითხე გადაასხეს.

დღის ამბები