20 ნოემბერი 2024,   11:19
ვრცლად
ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად კრწანისის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა

ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად კრწანისის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა. სახელთან და მემორიალთან დაკავშირებით კონკურსი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სკვერი ზემო ფონიჭალაში, 70-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.

„ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივცემულოდ ეს პარკი უნდა იყოს მათი სახელობის. ამასთან დაკავშირებით, მოდი გამოვაცხადოთ კონკურსი სახელთან დაკავშირებითაც, მემორიალთან დაკავშირებითაც, როგორი უნდა იყოს. იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ბევრი გმირი გვყავს, ვინც ამ ოკუპაციას შეეწირა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

რეკრეაციული ზონის მოწყობა 8 ათას კვადრატულ მეტრზე იგეგმება. სკვერი მზად 3 თვეში უნდა იყოს. 

დღის ამბები