06 ოქტომბერი 2024,   06:27
ვრცლად
ავიაკომპანია „ქანტას ეარვეისმა“ ავსტრალიის ქალაქ პერთიდან ლონდონში მის ისტორიაში პირველი რეისი შეასრულა

კომპანია „ქანტას ეარვეისის“ ისტორიული რეისი - ავიაკომპანიამ ავსტრალიის ქალაქ პერთიდან ლონდონის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

„დრიმ-ლაინერმა“ 14 ათასზე მეტი კილომეტრის მანძილის დაფარვას 17 საათი მოანდომა. ბორტზე 200-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის 16 წევრი იმყოფებოდა.

მათ ლონდონის "ჰითროუს" აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. დღემდე ავსტრალიიდან დიდ ბრიტანეთში მოხვედრას „ქანტასის ავიახაზებით“ მინიმუმ 4 დღე და 7 გაჩერება სჭირდებოდა.

დღის ამბები