20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
ირაკლი კობახიძე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ჟენევაში ქართული დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე უკვე შეხვდა ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს და ინდონეზიის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი იყო საპარლამენტო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებთან ერთად ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად სესიაშიც მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა.

„საპარლამენტთაშორისო კავშირის ანსამბლეა თავისი ძალიან  მნიშვნელოვანი ძირითადი ფუნქციისა , ძალიან კარგი პლატფორმაა ორმხრივი შეხვედრებისთვის. სწორედ ამ ფორმატის ფარგლებში დავიწყეთ შეხვედრა ინდონეზიის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციის წევრებთან. შეხვედრის დროს გაჟღერდა ის მნიშვნელოვანი და ძირითადი საკითხები, რომელიც ორივე მხარისთვის საინტერესოა. ამასთანავე, მივიღეთ მათი მხრიდან მყარი დასტური საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” მდივანმა ნინო წილოსანმა. 

დღის ამბები