20 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
33-წლიანი დიპლომატიური კარიერიდან 3 წელი საქართველოში - იან კელიმ ჩვენს ქვეყანაში საქმიანობა დაასრულა

33-წლიანი დიპლომატიური კარიერის ქართული დასასრული - ამერიკის შეეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ბოლო სამი წელი საქართველოში გაატარა და სწორედ აქ დაასრულა საქმიანობა, რომელსაც საუკუნის მესამედი დაუთმო. ამიერიდან ის ჩიკაგოს უნივერსიტეტში გააგრძელებს მოღვაწეობას.

იან კელიმ საქართველო უკვე დატოვა, მაგრამ ეს უმტკიცნეულოდ არ მომხდარა - ჩვენს ქვეყანასთან განშორება ძალიან ემოციური იყო მისთვისაც და ასევე მისი მეუღლისთვის. სამახსოვროდ ბევრი ნივთი წაიღო და თან წაიყვანა ერთი უპატრონო ძაღლიც, რომელიც ახლა უკვე ამერიკაში იცხოვრებს.

ბევრი წაიღო, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დატოვა - მაგალითად, 850 ათასი დოლარი, რომელიც შეერთებული შტატების საელჩომ გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყო. ამ პროექტით იან კელი განსაკუთრებით ამაყობს და ამიტომ წასვლის წინ გელათს კიდევ ერთხელ ესტუმრა.

ამაყობს "რუსთავი 2"-ისთვის რთულ პერიოდში გადადგმული ნაბიჯებითაც, რაც ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი იყო ჩვენი არხისთვის და კიდევ უფრო მეტად, ქვეყნის დემოკრატიისთვის.

დღის ამბები