საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ჟენევაში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
კლაუდია როთმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა გერმანიის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
განხილვის მთავარი თემები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორ ქვეყანას შორის შორის მჭიდრო ურთიერთობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.
ჟენევაში ორმხრივი შეხვედრები შედგა ასევე სინგაპურის, ბოლივიის, იაპონიის და ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციებთან.
„ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ შევხვდეთ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომ მათგან მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა. ჩვენ ველაპარაკებით მათ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე, ველაპარაკებით მათ დეოკუპაციაზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ ამ საკითხში,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.