20 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაცია - თბილისში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის 

სამთავრობო დელეგაცია ჟენევაში იმყოფება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შვეიცარიაში ხვალ იწყება. მოხდება თუ არა ამ შეხვედრაზე ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღება ჯერჯერობით უცნობია.

ოფიციალური მოსკოვის განცხადებას, რომ ძალის არგამოყენების ხელშეკრულების ხელმოწერა ახლოვდება, ქართული მხარე პასუხობს.

თბილისში ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ჯერ „დასრულებული არ არის“.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ხელმოწერის შემთხვევაში, განცხადებას არაფერი ექნება საერთო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სტატუსთან.

„განვიხილეთ კიდევ ერთხელ მოსამზადებელი პროცესი. ისევ და ისევ ის საკითხები არის დღის წესრიგში რაც აქამდე იდგა - ეს არის რუსეთის მხრიდან ძალის არ გამოყენების აღიარება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა.

ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიცია.

„უმცირესობა შევხდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და მივაწოდეთ ყველა ის არგუმენტი და რჩევა, როგორ არ უნდა დაუშვას ქართულმა მხარემ ილუზიის შექმნა, რომ გვაქვს პროგრესი, მაშინ როდესაც არ გვაქვს პროგრესი და მნიშვნელოვანია, რომ არ მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა იმისა, რომ თავი წარმოაჩინოს არა კონფლიქტის მხარედ, არამედ შუამავლად, როგორც ამას ადრე აკეთებდა, რომ თითქოს ის არაფერ შუაში არ არის,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ აუცილებელია რუსეთმა იგივე ვალდებულებები იკისროს და შეასრულოს, რომელიც ქართულ მხარეს 2008 წლის შემდეგ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები