06 ოქტომბერი 2024,   06:33
ვრცლად
კარლეს პუჩდემონი დღეს გერმანული სასამართლოს წინაშე წარდგება

კარლეს პუჩდემონი დღეს გერმანული სასამართლოს წინაშე წარდგება.

მოსამართლემ, კატალონიის ყოფილი ლიდერის ესპანეთში ექსტრასდირების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

პოლიტიკოსის ადვოკატი მიიჩნევს, რომ პუჩდემონის ოფიციალური მადრიდისთვს გადაცემა არ მოხდება, და ისევე როგორც ბელგიაში, მას სასამართლოში გამოცხადების პირობით პატიმრობიდან გაათავისუფლებენ. დაკავების შემდეგ, კარლეს პუჩდენომი გერმანიის ქალაქ ნოიმიუნსტერის ციხეში გადაიყვანეს.  

სამართალდამცველებმა კატალონიის ყოფილი ლიდერი, ესპანეთის მიერ გაცემული ევროპული ორდერის საფუძველზე გუშინ დააკავეს.

დღის ამბები