ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი რუსეთში ევროკავშირის ელჩს შეხვდა. მარკუს ერდერი, რომელიც მოსკოვიდან, სერგეი სკრიპალის საქმის გამო გაიწვიეს, კონსულტაციებს ბრიუსელში რამდენიმე დღის განმავლობაში გაივლის.
გადაწყვეტილება ელჩის გაწვევის შესახებ ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. დიდი ბრიტანეთის მიერ 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მსგავსი ზომების მიღების შესაძლებლობას ევროკავშირის კიდევ 20-მდე ქვეყანა განიხილავს.
შესაძლოა რუს დიპლომატებს შეერთებული შტატების დატოვება დონალდ ტრამპმაც მოსთხოვოს.