06 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
37 გარდაცვლილი და 47 დაშავებული - რუსეთის ქალაქ კემეროვოში ცეცხლი სავაჭრო ცენტრს უკიდია

37 გარდაცვლილი და 47 დაშავებული. რუსეთის ქალაქ კემეროვოში, სადაც ცეცხლი სავაჭრო ცენტრს უკიდია, სამაშველო ოპერაცია უკვე 17 საათია მიმდინარეობს.

ადგილზე 600-ზე მეტი მეხანძრე და რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანაა მობილიზებული.

მაშველები 27 დაკარგულს ეძებენ, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი საბავშვო გასართობ სექციაში გაჩნდა.

რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ, მეხანძრეებმა შენობაში შესვლა შეძლეს.

მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მფლობელი და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები.

დღის ამბები