06 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ავარია გლაზგოში - დაშავებულია 5 მოზარდი

გლაზგოში თავდასხმის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა. ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, საფეხმავლო გზაზე ბავშვებს მანქანა გამიზნულად შეეჯახა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება. თვითმხილველთა ინფორმაციით, მანქანაში 2 მამაკაცი იჯდა.

პოლიციისთვის მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. გამოძიება მომხდარის ტერორიზმთან კავშირს არ განიხილავს.

დღის ამბები