06 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
საუდის არაბეთმა 7 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

 

საუდის არაბეთმა მასშტაბური სარაკეტო დარტყმა აიცილა. ქვეყნის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა იემენის ტერიტორიიდან გაშვებული, 7 ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შეძლეს.

თავდასხმის სამიზნე დედაქალაქი ერ-რიადი და ახლომდებარე ქალაქები იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა.

დაიღუპა ერთი ადამიანი, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამხედროების მტკიცებით, თავდასხმა იემენში არსებულმა ჰუსიტურმა დაჯგუფებამ განახორციელა.

 

დღის ამბები