06 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. განცხადება ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ქალაქ ტრაბზონში, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სახმელეთო ძალებმა ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ შეტევა ერაყის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სინჯარის მიმართულებით დაიწყეს.რამდენიმე საათით ადრე კი ოფიციალურმა ანკარამ, სირიის აფრინის რეგიონში კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა.

სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით "ზეთისხილის ტოტი" ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

დღის ამბები