06 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
კარლეს პუჩდემონის დაკავება - კატალონიაში მასშტაბური აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

კარლეს პუჩდემონის დაკავებას კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.

50 ათასზე მეტი დემონსტრანტი ბარსელონაში ევროპული კომისიის ოფისებთან და გერმანიის საკონსულოსთან შეიკრიბა.

აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დაპირისპირებისას დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი, დაკავებულია 10 მომიტინგე.

კარლეს პუჩდემონი კი გერმანული სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება. კატალონიის ყოფილი ლიდერი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე გუშინ გერმანია-დანიის საზღვარზე დააკავეს. ის ფინეთიდან ბელგიაში ბრუნდებოდა.

დღის ამბები