06 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ქალაქ კემეროვოში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა 

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით,  სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა უმეტესობა ბავშვია. ცეცხლი სავაჭრო ცენტრს გაუჩნდა, ხანძრის კერა კი ბავშვთა გასართობ ცენტრთან ახლოს იყო, სადაც უბედური შემთხვევისას ათეულობით მოზარდი იმყოფებოდა.

ხანძარი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში შუადღისას გაჩნდა.
ხანძრის გაჩენისთანავე შენობაში მყოფი ხალხი პანიკამ მოიცვა. თავის გადასარჩენად ზოგი ფანჯრიდან ხტებოდა. მომხდარის ამსახველი შემზარავი კადრები სოციალური მედიით ვრცელდება.

შენობა თითქმის მთლიანადაა დამწვარი. ჩამოინგრა ჭერიც. თუმცა სამაშველო ოპერაცია არ შეჩერებულა. მეხანძრეები ზედა სართულებს ამოწმებენ. მათ დასახმარებლად ბრიგადები სპეციალურ აღჭურვილობებთან ერთად მეზობელი რაიონებიდანაც გაგზავნეს

შენობაში 10 დაკარგულს ეძებენ. საავადმყოფოებში 12 დაზარალებული რჩება. ერთი ბავშვს მდგომარეობა მძიმეა. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად სპეციალისტები მუშაობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები