06 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ოპოზიციის აქცია ბელორუსში მასობრივი დაკავებით დასრულდა 

მასობრივი დაკავებებით დასრულდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია ბელარუსში. დემონსტრანტები მინსკის ქუჩებში დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოვიდნენ.

ხელისუფლებას აქციის ჩატარების ნებართვა ოპერის სახლის გვერდით მდებარე პარკზე ჰქონდა გაცემული, თუმცა აქტივისტების ნაწილმა შეკრება რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დაიწყო.

ამის გამო სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში 100-მდე ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ნიკოლაი სტატკევიჩი.

დღის ამბები