ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები ვაკის პარკში
ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები მივიდნენ. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან.
შსს-ში განმარტავენ, რომ ჯგუფის წევრი ბაიკერები საქართველოში ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდნენ.
მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები არ შექმნიათ.
დღეს ვაკის პარკში, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები მივიდნენ.
მათი თქმით, ქვეყანაში შემოსვლით კანონი არ დაურღვევიათ.
ღამის მგლების წევრი ბაიკერები საქართველოს დღეს ტოვებენ.
ვაკის პარკში ე.წ. "ღამის მგლების" წევრი ბაიკერები მივიდნენ