მასშტაბური ტყის ხანძარი პორტუგალიაში - დაღუპულთა რიცხვი იზრდება
უკვე მეორე დღეა პორტუგალია 1966 წლის შემდეგ ტყის ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის.
სტიქიას, რომელიც ლეირიას ოლქში მძვინვარებს, ბოლო ათწლეულების ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
უკვე დადასტურებულია, რომ ხანძრის შედეგად 62 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ 60 კი დაშავდა.
ერთ-ერთი ვერსიით ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზი მეხი გახდა, რომელიც ხეს დაეცა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პორტუგალიაში სამდღიანი საყოველთაო გლოვა გამოცხადდა.
ათეულობით დაშავებულთა შორის არის მცირეწლოვანი გოგონაც.
სტიქიასთან ბრძოლაში პორტუგალიას დახმარება უკვე შესთავაზეს ევროკავშირმა და მეზობელმა ქვეყნებმა.
30-ზე მეტი ადამიანი იმ დროს დაიღუპა, როდესაც სტიქიის ზონის დატოვებას მანქანებით ცდილობდა.