„ტუტო სპორტის“ ინფორმაციით, „იუვენტუსს“ მარიო გიოტცეს შეძენა სურს.
იტალიური გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ტურინელებს პირლოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, შეტევაში კრეატიული ფეხბურთელი აკლიათ. სწორედ გერმანიის ნაკრების მოთამაშეს განიხილავენ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელები თავდასხმის გაძლიერების იდეალურ კანდიდატად.
გასულ სეზონში გიოტცემ გერმანიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.