„მემფის გრიზლიმ“ ესპანელ კალათბურთელს ახალი ხელშეკრულება გაუფორმა. მარკ გაზოლი ხუთწლიან კონტრაქტს დათანხმდა, რომლის საფუძველზეც ანაზღაურების სახით 100 მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.
„მარკი ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი კალათბურთელი მრავალი წლის განმავლობაშია. შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ ის მემფისელ გულშემატკივრებს თავისი თამაშით კიდევ დიდ ხანს გაახარებს“, - განაცხადა „გრიზლის“-ს გენერალურმა მენეჯერმა კრის უოლესმა.
გაზოლი გასული სეზონის განმავლობაში საშუალოდ მატჩში 17.4 ქულას, 7.8 მოხსნას და 3.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.