„მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი უკმაყოფილოა ვიქტორ ვალდესით.
„ის არ წამოვიდა გუნდთან ერთად აზიურ ტურნეში, რადგან არ იზიარებს ჩვენს ფილოსოფიას“, - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
უთანხმოება მწვრთნელსა ფეხბურთელს შორის ჯერ კიდევ გასულ სეზონში მოხდა, როდესაც ესპანელმა მეკარემ უარი თქვა „იუნაიტედის“ მეორე გუნდში თამაშზე.
„როდესაც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდები დუბლებში უნდა ითამაშო. ეს აუცილებელია ფორმის შესანარჩუნებლად. ჩვენ მივეცით მას რეაბილიტირების შანსი. გავუფორმეთ კონტრაქტი, მაგრამ როდესაც არ იზიარებ გუნდის პრინციპებს არსებობს ერთდაერთი გამოსავალი. გუნდი უნდა დატოვო“, - განაცხადა ვან გაალმა.