„მანჩსეტერ“ იუნაიტედის თავდასხმელს მიაჩნია, რომ შვაინშტაიგერის მოსვლა, მთელს გუნდზე დადებითად აისახება.
„ბასტიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც არის შესაძლებელი. ძალიან კარგია, რომ მან „მანჩესტერი“ აირჩია და დათანხმდა ტრანსფერს მაშინაც კი, როდესაც ასეთივე დიდ გუნდში თამაშობდა“, - განაცხადა რუნიმ.
29 წლის თავდასხმელს მიაჩნია, რომ კლუბმა შვაინშტაიგერის, დეპაის, დარმიანის და შნაიდერლინის დამატებით წელს ძალიან კარგი ტრანსფერები განახორციელა და მომავალ სეზონში ყველა ტურნირში ტიტულისთვის იბრძოლებს.