17 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
კლიპერსმა სმიტი დაიმატა

ჯოშ სმიტმა „კლიპერსთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, 29 წლის კალათბურთელის ხელფასის სახით 1.5 მილიონ დოლარს მიიღებს.

სმიტის დამატება ლოს ანჯელესურ გუნდს ჯერ კიდევ გასული სეზონში წინ უნდოდა, მაგრამ მაშინ მან „ჰიუსტონში“ თამაში ამჯობინა. ტეხასურ გუნდში მან 55 მატჩი ჩაატარა და პლეი ოფში „ჰიუსტონის“ მიერ „კლიპერსის“ დამარცხებაში თავისი წვლილიც შეიტანა.

ჯოშ სმიტი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელია, რომელიც კარიერი მანძილზე საშუალოდ თამაშში 15 ქულას, 7 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 2 დაფარებას აგროვებს. 

დღის ამბები