„მავერიქსმა“ ხოსე ბარეას ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამ ხნის განმავლობაში კალათბურთელი 16 მილიონ დოლარს მიიღებს.
მისი ძველი ხელშეკრულება ორწლიანი იყო და მხოლოდ 5.7 მილიონ დოლარს ითვალისწინებდა.
„დალასმა“ კალათბურთელისთვის უკეთესი ხელშეკრულების გაფორმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუნდში გადასვლას უარი თქვა დეანდრე ჯორდანმა და „კლიპერსში“ დარჩენა გადაწყვიტა.
ბარეას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 9 სეზონი აქვს გატარებული, რომელთა განმავლობაშიც „დალასის“ და „მინესოტას“ რიგებში 586 ჩაატარა.