ესპანეთის სახელმწიფო კომიტეტმა ძალადობის წინააღმდეგ დაადგინა სანქციები, რომლებიც „ბარსელონას“, ბილბაოს „ატლეტიკს“ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრება.
კატალონიელები 66 ათასი ევროთი, ბასკები 18 ათასი ევროთი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კი 123 ათასი ევროთი დაჯარიმდება.
საქმე 30 მაისს ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს ეხება, როდესაც „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა ესპანეთის ჰიმნს უსტვინეს. ბილბაოს „ატლეტიკი“ გამოძიებასთან არასათანადო თანამშრომლობის გამო, ფეხბურთის ფედერაცია კი როოგრც მატჩის მთავარი ორგანიზატორი დაისაჯა.
მატჩი, რომელიც „კამპ ნოუზე“ გაიმართა „ბარსელონას“ გამარჯვებით (3:1) დასრულდა.